სკანდალური კრივი - გერმანიაში მოკრივეს მსაჯი შემოელახა [VIDEO]

AutoSharing Option
სკანდალური შეხვედრა გაიმართა გერმანიის ქალაქ ბამბერგში, სადაც სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ნაკლებად ცნობილი მოკრივეები - ბრიტანელი მაიკლ სპროტი და გერმანელი ედმუნდ გერბერი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

37 წლის სპროტმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყო, მუდმივად უტევდა ახალგაზრდა მეტოქეს, რომელიც მხოლოდ კორპუსში დარტყმებით პასუხობდა.

მეოთხე რაუნდში გერმანელს ცხვირიდან სისხლი წასკდა. მიუხედავად ამისა, მოახერხა, სპროტისთვის პირდაპირი ძლიერი დარტყმა მოეხვედრებინა. ბრიტანელი რინგზე დაეცა (იხილეთ ვიდეო).

მსაჯმა სპროტს ნოკდაუნი დაუთვალა და ბრძოლა შეწყვიტა. არადა, მაიკლმა რეფერის ანიშნა - მზად ვარ ბრძოლის გასაგრძელებლადო.

სპროტი წყობიდან გამოვიდა, მსაჯს ლანძღვა დაუწყო,
შემდეგ კი ერთი დარტყმით რინგზე მიაწვინა.

ავსტრიელი რეფერი რინგზე შევარდნილმა პოლიციელებმა გადაარჩინეს და წესრიგი აღადგინეს. საბოლოოდ ბრიტანელმა მსაჯს ბოდიში მოუხადა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული