ჰეი კლიჩკოზე ფიქრობს, კლიჩკო ჰუკზე

AutoSharing Option
ბრიტანელი დევიდ ჰეი სერიოზულად ფიქრობს დიდ კრივში დაბრუნებაზე. WBA-ს ვერსიით სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი უკრაინელ ვიტალი კლიჩკოსთან შეხვედრას აპირებს.

"ეს ერთადერთი ბრძოლაა, რომელიც მაინტერესებს. მინდა მოვიგო WBC-ის ვერსიით ჩემპიონის ტიტული, რომელიც ვიტალი კლიჩკოს ეკუთვნის. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება კარიერის დასრულება", - განაცხადა ჰეიმ.

მიუხედავად ამისა, ვიტალისთან ბრძოლისთვის "ჰეიმეიკერს" საკრივო ლიცენზიის აღება დასჭირდება ბრიტანეთის კრივის ფედერაციისგან და დევიდმა ამისთვის უკვე შეიტანა შესაბამისი განაცხადი. ჰეის ლიცენზია მას შემდეგ გაუქმდა, რაც მან კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

* * *
ამასობაში ძმები
კლიჩკოების მენეჯერმა ბერნდ ბიონტემ განაცხადა, რომ WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ჩემპიონმა ვლადიმერ კლიჩკომ, შესაძლოა, ბრძოლა ჩაატაროს პირველ მძიმე წონაში WBO-ს ჩემპიონთან მარკო ჰუკთან. "ვლადიმერი ნებისმიერ დროს გავა რინგზე ჰუკის წინააღმდეგ, - ამბობს ბიონტე "ბილდთან" კომენტარში. - მარკომ თავად განაცხადა, რომ სურს ამგვარი ბრძოლის ჩატარება. ჩვენგან პრობლემა არ იქნება. ჰუკი - მამაცი მებრძოლია, რომელსაც შეუძლია პუბლიკის მოზიდვა".

ვლადიმერ კლიჩკოც არ უარყოფს, რომ ასეთი შეხვედრა შესაძლებელია: "ხშირად მითქვამს, რომ მოხარული ვარ ნებისმიერი მეტოქის. მზად ვარ, შევხვდე ჰუკს".

მარკო ჰუკი ამჟამად თურქეთში ისვენებს. ის კმაყოფილია სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ბრძოლის ჩატარების პერსპექტივით: "შესანიშნავია. როგორც იქნა, კლიჩკოს ნამდვილი მეტოქე ეყოლება. მე კარგი დაცვა მაქვს და ძლიერი დარტყმაც შემიძლია. ვლადიმერს ნებისმიერ ადგილას შევხვდები - თუნდაც მთვარეზე. ამ ბრძოლამ, შესაძლოა, ბერლინში ოლიმპიური სტადიონიც კი გაავსოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული