"ეს ერთადერთი ბრძოლაა, რომელიც მაინტერესებს. მინდა მოვიგო WBC-ის ვერსიით ჩემპიონის ტიტული, რომელიც ვიტალი კლიჩკოს ეკუთვნის. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება კარიერის დასრულება", - განაცხადა ჰეიმ.
მიუხედავად ამისა, ვიტალისთან ბრძოლისთვის "ჰეიმეიკერს" საკრივო ლიცენზიის აღება დასჭირდება ბრიტანეთის კრივის ფედერაციისგან და დევიდმა ამისთვის უკვე შეიტანა შესაბამისი განაცხადი. ჰეის ლიცენზია მას შემდეგ გაუქმდა, რაც მან კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
* * *
ამასობაში ძმები
ვლადიმერ კლიჩკოც არ უარყოფს, რომ ასეთი შეხვედრა შესაძლებელია: "ხშირად მითქვამს, რომ მოხარული ვარ ნებისმიერი მეტოქის. მზად ვარ, შევხვდე ჰუკს".
მარკო ჰუკი ამჟამად თურქეთში ისვენებს. ის კმაყოფილია სუპერმძიმე წონაში საჩემპიონო ბრძოლის ჩატარების პერსპექტივით: "შესანიშნავია. როგორც იქნა, კლიჩკოს ნამდვილი მეტოქე ეყოლება. მე კარგი დაცვა მაქვს და ძლიერი დარტყმაც შემიძლია. ვლადიმერს ნებისმიერ ადგილას შევხვდები - თუნდაც მთვარეზე. ამ ბრძოლამ, შესაძლოა, ბერლინში ოლიმპიური სტადიონიც კი გაავსოს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"