ხულიო სესარ ჩავესს მარიხუანას კვალი დაუდგინეს

AutoSharing Option
მექსიკელი მოკრივის, ხულიო სესარ ჩავესის ორგანიზმში მარიხუანას კვალი აღმოაჩინეს. დადებითი შედეგი აჩვენა დოპინგ-ტესტმა, რომელიც მექსიკელისა და არგენტინელი სერხიო მარტინესის ბრძოლის შემდეგ აიღეს.

15 სექტემბერს ლას ვეგასში ჩავესი WBC-ის ვერსიით საჩემპიონო ტიტულს იცავდა. მარტინესთან ბრძოლა 12 რაუნდი გაგრძელდა და გამარჯვებულად არგენტინელი გამოცხადდა – 117:110, 118:109, 118:109.

დოპინგ-ტესტის შემდეგ ჩავესს საკრივო ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება. გარდა ამისა, 26 წლის მექსიკელმა, შესაძლოა, ის სამი მილიონიც დაკარგოს, რომელიც მან მარტინესთან ჩხუბისთვის მიიღო.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩავესმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო. 2009 წლის ნოემბერში, მორიგი
ბრძოლის შემდეგ, მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი დიურეტიკი აღმოაჩინეს. მაშინ მექსიკელს შვიდი თვე გაუცდა დისკვალიფიკაციის გამო. გარდა ამისა, 2012 წლის იანვარში ლოს ანჯელესის პოლიციამ ჩავესი მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავა.

მარტინესთან მარცხი პირველი იყო ჩავესის კარიერაში. ადრე მან 46 ბრძოლა მოიგო, მათ შორის 32 ნოკაუტით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული