კერძოდ, ცნობილ სპეციალისტს, კრივის დიდების დარბაზის წევრს კიბოს ავადმყოფობა დაუდგინეს.
კანადელი პრომოუტერის ივონ მიშელის თქმით, სტიუარდი ამჟამად საავადმყოფოშია, სადაც აუცილებელ პროცედურებს გადის ქირურგიული ჩარევის წინ.
მოულოდნელი დიაგნოზის გამო, სტიუარდი არ ესწრებოდა გასულ კვირას სერხიო მარტინესისა და ხულიო სესარ ჩავესის შეხვედრას, ასევე ვერ დაეხმარება ის თავის კანადელ შეგირდს ადონის სტივენსონს, რომელიც 12 ოქტომბერს შეხვდება დონოვან ჯორჯს.
ექიმები შორსმიმავალ პროგნოზს ჯერ არ აკეთებენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"