ძმები კლიჩკოების მწვრთნელს კიბოს ავადმყოფობა დაუდგინეს

AutoSharing Option
ცუდი ამბავი შეიტყვეს ამ დღეებში ვიტალი და ვლადიმერ კლიჩკოებმა - მათ მწვრთნელს ემანუელ სტიუარდს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს.

კერძოდ, ცნობილ სპეციალისტს, კრივის დიდების დარბაზის წევრს კიბოს ავადმყოფობა დაუდგინეს.

კანადელი პრომოუტერის ივონ მიშელის თქმით, სტიუარდი ამჟამად საავადმყოფოშია, სადაც აუცილებელ პროცედურებს გადის ქირურგიული ჩარევის წინ.

მოულოდნელი დიაგნოზის გამო, სტიუარდი არ ესწრებოდა გასულ კვირას სერხიო მარტინესისა და ხულიო სესარ ჩავესის შეხვედრას, ასევე ვერ დაეხმარება ის თავის კანადელ შეგირდს ადონის სტივენსონს, რომელიც 12 ოქტომბერს შეხვდება დონოვან ჯორჯს.

ექიმები შორსმიმავალ პროგნოზს ჯერ არ აკეთებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული