რიკი ჰატონის ბრძოლაზე დასასწრები ბილეთები დაიტაცეს

AutoSharing Option
24 ნოემბერს, ქალაქ მანჩესტერში ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, 33 წლის ბრიტანელი რიკი ჰატონი სამწლიანი პაუზის შემდეგ, პირველ ბრძოლას ჩაატარებს.

მისი მეტოქე ჯერაც არ არის ცნობილი, მაგრამ ამან ვერ შეაჩერა კრივის ბრიტანელი გულშემატკივრები - ბილეთების გასაყიდად გამოტანის მომენტიდან 48 საათის შემდეგ, უკვე 18 ათასი ბილეთი იყო რეალიზებული.

ცნობისთვის, ბრძოლის ჩატარების ადგილი - Manchester Arena 19 ათას მაყურებელს იტევს.

"უბრალოდ გასაოცარია, რამდენად სწრაფად იყიდებოდა ბილეთები, - ამბობს ჰატონი. - მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩემს რინგზე დაბრუნებას.

საოცარია, რომ ასეთ რთულ ეკონომიკურ პირობებში, ბევრი ადამიანი აპირებს ბრძოლის სანახავად ფულის გადახდას და ჩემ მხარდაჭერას.

როცა დაბრუნების შესახებ გამოვაცხადე, ყველას ვუთხარი - ეჭვგარეშეა, რომ ისევ გავხდება მსოფლიოს ჩემპიონი. იმის გათვალისწინებით, რამდენს ვვარჯიშობ დარბაზში, რამდენად კარგად ვგრძნობ თავს და რამდენად მჯერა საკუთარი შესაძლებლობების, ჩემი რწმენა კიდევ უფრო მტკიცდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული