მოკრივე, რომელმაც ვლადიმირ კლიჩკო ნოკაუტში ჩააგდო, მოკლულია

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი WBO-ს ვერსიით, კორი სანდერსი, რომელიც რესტორანზე შეიარაღებული თავდასხმის დროს დაიღუპა, მომაკვდინებელი ჭრილობის მიღების მომენტში საკუთარ ქალიშვილს სხეულით ფარავდა.

22 სექტემბერს, საღამოს, 46 წლის სანდერსი სამხრეთაფრიკული ქალაქის, პრეტორიას რესტორანში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. სამი მამაკაცი რესტორანში შევარდა და უმისამართო სროლა ატეხა. შედეგად ყოფილი მოკრივე მუცლის არეში დაიჭრა, მაშინ, როდესაც ტყვიისგან ქალიშვილს სხეულით იცავდა.

ყოფილი ჩემპიონი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ მეორე დღეს, დილით, მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

სანდერსი იყო მსოფლიოს ჩემპიონი WBO-სა და WBU-ს ვერსიებით
(1997-2000) და სამხრეთ აფრიკის ჩემპიონი (1991-1999).

სანდერსმა მსოფლიოს სენსაცია 2003 წელს აჩუქა, როდესაც ამ დროისთვის მსოფლიოს ჩემპიონი WBA-ს, WBO-ს, IBF-ის და IBO-ს ვერსიებით, ვლადიმირ კლიჩკო დაამარცხა. სამხრეთაფრიკელმა მძიმეწონოსანმა, რომელიც განსაკუთრებულ ტექნიკას არ ფლობდა და ბრძოლაში აუტსაიდერად მიიჩნეოდა, უკრაინელი დაანოკაუტა.

სხვათა შორის, სანდერსისგან ძლეულმა უკრაინელმა მოკრივემ ტრაგედიის გამო მწუხარება ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან შემეცოდა, ....შვილი კი გადაარჩინა, ..
nukri
11:06 25-09-2012
0
სულ ეგეთი ამბავია მანდ, რაც აპარტეიდი დასრულდა :(
luka
19:13 24-09-2012
0

სიახლეები პოპულარული