ვიტალი კლიჩკომ მოკრივის კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
უკრაინელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ ვიტალი კლიჩკომ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

"მოკრივე აღარ ვიქნები", - განაცხადა კლიჩკომ დონეცკში პრესკონფერენციაზე.

41 წლის კლიჩკო რინგზე ბოლოს 2012 წლის 8 სექტემბერს მოსკოვში გამოვიდა. მაშინ მან გერმანელი მანუელ ჩარა დაამარცხა და WBC-ის (მსოფლიო საკრივო საბჭო) ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაიცვა.

კლიჩკო-უფროსმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ძმა ვლადიმირი, რომელიც რამდენიმე საჩემპიონო ტიტულს ფლობს, კარიერას გააგრძელებს.

"კიდევ არაერთხელ აიწევა უკრაინის დროშა და გაიჟღერებს უკრაინის ჰიმნი, როდესაც რინგზე კლიჩკო გამოვა", - აღნიშნა მოკრივემ.

ვიტალი კლიჩკომ კარიერის მანძილზე პროფესიონალურ რინგზე
47 ბრძოლა ჩაატარა. აქედან 45-ში გაიმარჯვა (41 ნოკაუტით), 2-ში კი დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული