ფილიპ ჟილბერის სოლო

AutoSharing Option
ჰოლანდიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდა - მამაკაცებმა ჯგუფურ რბოლაში იასპარეზეს.

რბოლა დიდ ინტერესს იწვევდა, რადგან ის იმ ტრასაზე გადიოდა, რომელზეც ლეგენდარული ერთდღიანი კლასიკური რბოლა - "ამსტელ გოლდ რეისი" იმართება. შესაბამისად, ფინიშამდე ორი კილომეტრით ადრე ველომრბოლელებს ცნობილი ამაღლება კაუბერგი უნდა დაელაშქრათ. ასეთი მარშრუტი იდეალურად ერგებოდა ბელგიელი ფილიპ ჟილბერის სტილს, რომელიც ერთდღიანი კლასიკური რბოლების სპეციალისტად არის მიჩნეული.

მთელი რბოლის განმავლობაში ვიხილეთ გაქცევები, არაერთი წაქცევა, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი კაუბერგის აღმართზე გადაწყდა. ყველამ იცოდა, რომ სწორედ აქ შეუტევდა ფილიპ
ჟილბერი, მაგრამ მის ბრწყინვალე იერიშს მაინც ვერაფერი მოუხერხეს. ბოლოსკენ ბელგიელი თითქოს დაიღალა, მაგრამ ვერავინ მოახერხა ნორმალური კონტრშეტევის მოწყობა და ჟილბერმა მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა. არადა, იმ დღეს მისი კონკურენტები იყვნენ ისეთი დიადი ველომრბოლელები, როგორებიც არიან ალბერტო კონტადორი და ბრედლი უიგინსი.

პოდიუმის მეორე საფეხური ნორვეგიელმა ედვალდ ბოასონ ჰაგენმა დაიკავა, მესამე - ესპანელმა ალეხანდრო ვალვერდემ.

ინდივიდუალური რბოლა
1. ფილიპ ჟილბერი (ბელგია) - 6:10.41; 2. ედვალდ ბოასონ ჰაგენი (ნორვეგია) - +0.04; 3. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი) - +0.05; 4. იონ დეგენკოლბი (გერმანია) - იგივე დრო; 5. ლარს ბოომი (ჰოლანდია) - იგივე დრო; 6. ალან დევისი (ავსტრალია) - იგივე დრო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული