15 სექტემბერს ჩავესმა საჩემპიონო ბრძოლა წააგო სერხიო მარტინესთან და WBC-ის ტიტული დაკარგა. სწორედ ამის შემდეგ ჩააგდო მექსიკელმა მოკრივემ დოპინგ-ტესტი, რომელმაც მარიხუანას კვალი აღმოაჩინა.
ჩავესს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია და მარტინესთან ბრძოლის სანაცვლოდ მოპოვებული 3 მილიონის დაკარგვა ემუქრებოდა. ხულიომ საჯაროდ მოიხადა ბოდიში. მისი თქმით, სასაწრაფოდ სურს ახალი ცხოვრების დაწყება, პირველ რიგში კი, მარტინესთან მატჩ-რევანშზე უნდა იფიქროს. არგენტინელთან
საბოლოოდ, დოპინგის მოხმარებისთვის WBC-მ ჩავესი 10 ათასი დოლარით დასაჯა, რომელიც დაავადებული ბავშვების ფონდში გადაირიცხება.
WBC-ის პრეზიდენტმა ხოსე სულეიმანმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია არ დასჯის მოკრივეს დისკვალიფიკაციით, თუ ის მკურნალობის კურსს გაივლის. მექსიკელი მხოლოდ იმ პერიოდს გამოტოვებს, რომელიც მკურნალობას დასჭირდება, შემდეგ კი რინგზე დაბრუნების უფლება ექნება.
***
22 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება გაიმართოს შეხვედრა ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონს, 35 წლის პოლონელ ტომაშ ადამეკსა და WBC-ის ტიტულის ყოფილ პრეტენდენტს, კუბელ ოდლანიერ სოლისს შორის.
ადამეკმა თავისი ბოლო ბრძოლა ამა წლის 8 აგვისტოს ჩაატარა და ნოკაუტით დაამარცხა ამერიკელი ტრევის უოკერი. სოლისი კი ბოლოს რინგზე 2012 წლის მაისში გავიდა და ქულებით მოუგო კონსტანტინ აირიხს.
უნდა აღინიშნოს, რომ 12 ოქტომბერს მადრიდში სოლისს დაგეგმილი აქვს ბრძოლა 37 წლის ნორვეგიელ ლეიფ ლარსენთან, რომელსაც წაგება არ აქვს პროფესიულ რინგზე. ადამეკთან ჩხუბი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ სოლისი სკანდინავიელის დამარცხებას შეძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"