რიკი ჰატონმა მეტოქე აირჩია

AutoSharing Option
ბრიტანელმა მოკრივემ რიკი ჰატონმა, რომელმაც კარიერის განახლების შესახებ გამოაცხადა, თავისი პირველი მეტოქის ვინაობა გაამხილა.

როგორც BBC იუწყება, ჰატონი 24 ნოემბერს მანჩესტერში უკრაინელ საშუალოწონოსან ვიაჩესლავ სენჩენკოს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ 33 წლის რიკიმ დიდ კრივში დაბრუნების შესახებ სექტემბრის შუაში გამოაცხადა. მანამდე ის სამი წლით ჩამოშორდა დიდ რინგს.

35 წლის სენჩენკომ ბოლო ბრძოლა 2012 წლის აპრილში ჩაატარა. მაშინ უკრაინელმა ამერიკელ პოლ მალინიაჯისთან წააგო და დაკარგა WBA–ს ტიტული ნახევრად საშუალო წონაში.

სენჩენკოს დამარცხების შემთხვევაში, ჰატონი მალინიაჯისთან ბრძოლის შესაძლებლობას მიიღებს, რომელსაც ერთხელ უკვე შეხვდა, კერძოდ,
2008 წელს.

ჰატონმა პროფესიულ რინგზე 47 ბრძოლა ჩაატარა, მოიგო 45 (32 - ნოკაუტით) და ორჯერ დამარცხდა. ბრიტანელი IBF-ის ვერსიით იყო პირველ ნახევრად საშუალო წონაში ჩემპიონი. მან ეს ტიტული 2005 წელს რუს კოსტია ცზიუს ჩამოართვა.

სენჩენკოს 33 ბრძოლა აქვს ჩატარებული პროფესიულ რინგზე და აქედან 32 (21 - ნოკაუტით) მოიგო. მალინიაჯისთან მარცხი პირველი იყო მის კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული