"რკინის" მაიკს ძველი ცოდვები გაუხსენეს

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის მთავრობამ გააუქმა სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონის, ამერიკელი მაიკ ტაისონის ვიზა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ, რომელმაც ლეგენდარული სპორტსმენი მიიწვია, ბოლო მომენტში უარი თქვა ტაისონის მხარდაჭერაზე.

ტაისონი ნოემბერში ზელანდიის დედაქალაქ ოკლენდში უნდა გამოსულიყო სიტყვით - ღონისძიებაში სახელწოდებით "ჩემპიონთა დღე". ამის გამო ქვეყნის მთავრობამ ვიზა გაუფორმა მაიკს, მისი კრიმინალური წარსულის მიუხედავად.

საქმე ისაა, რომ ახალი ზელანდიის კანონების თანახმად, ნებისმიერს, ვინც ხუთ წელზე მეტხანს იყო პატიმრობაში, არ აქვს ქვეყანაში შესვლის უფლება. 1992 წელს მოკრივეს 18 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

თუმცა ტაისონისთვის
გამონაკლისის დაშვება გადაწყვიტეს, მაგრამ ერთ-ერთი სპონსორის მიერ თანამშრომლობაზე უარის გამო მთავრობამ საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ იმიგრაციის საქმეების მინისტრის თანაშემწემ კეიტ უილკინსონმა განაცხადა.

ჯერჯერობით არ შეწყვეტილა ბილეთების (ფასი 71-დან და 308 დოლარამდე მერყეობს) რეალიზაცია ტაისონის გამოსვლაზე. ორგანიზატორები უკან დააბრუნებენ ფულს იმ შემთხვევაში, თუ მოკრივე არ ჩავა ახალ ზელანდიაში. პრომოუტერებს იმედი აქვთ, რომ
ტაისონი იპოვის მის მხარდამჭერ საქველმოქმედო ორგანიზაციას და ზელანდიის მთავრობა გადაიფიქრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული