რკინის მაიკი კუტურიე გახდა

AutoSharing Option
ამ დღეებში ლონდონში გაიმართება მოდური ტანსაცმლის ახალი კოლექციის პრეზენტაცია, რომელიც ლეგენდარული მაიკ ტაისონის მიერ არის შექმნილი.

ამერიკელმა სუპერმძიმეწონოსანმა კარიერის დასრულების შემდეგ მკეთრად შეიცვალა იმიჯი.

მაიკი ხელოვნებამ გაიტაცა, მას იღებენ ფილმებში და სარწმუნოებაც კი შეიცვალა - მუსულმანობა მიიღო.

ამ დღეებში ლონდონში, პიკადილის მოედანზე, ერთ-ერთ სპორტულ მაღაზიაში ფართო პუბლიკას წარუდგენენ ტანსაცმლის ახალ ხაზს მაიკ ტაისონისგან.

სახელგანთქმულ მოკრივეს არ აქვს დიზაინერული განათლება, მაგრამ მისი სახელის პოპულარობა აძლევს საშუალებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ახალი სპორტული კოლექციის შექმნაში.

ტანსაცმლის ახალი ხაზი კრივის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა აბსოლუტური
ჩემპიონის თავბრუდამხვევი კარიერის მოტივებზე იქმნებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული