მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მოკრივემ ექვსი ყაჩაღი დაანოკაუტა

AutoSharing Option
პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელმა პროფესიონალმა მოკრივემ, მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა მსუბუქ წონით კატეგორიაში ამირ ხანმა ექვსი ყაჩაღი სცემა, რომლებიც მისი მანქანის გატაცებას ცდილობდნენ.

ინციდენტი ბოლტონში მოხდა, როდესაც ამირ ხანი ღამის კლუბიდან მოკრივე ძმასთან ერთად შინ საკუთარი ავტომობილით ბრუნდებოდა.

მათ უცებ გზა მანქანამ გადაუჭრა, რომლიდანაც ექვსი მამაკაცი გადმოვიდა და 100 ათასი ფუნტი სტერლიგის ღირებულების "რენჯ როვერის" დაუფლებას შეეცადა.

ერთ-ერთმა მათგანმა ამირს სახეში გაარტყა, რაზეც პასუხმა არ დააყოვნა - ამირმა ის ნოკაუტში ჩააგდო. ჩხუბში ჩართვა დანარჩენებმაც სცადეს, მაგრამ ამირ ხანმა და მისმა ძმამ თავდამსხმელები
მიწაზე "დაალაგეს".

აღსანიშნავია, რომ ძმები დასაშვები თავდაცვის ფარგლებში მოქმედებდნენ. შემთხვევის ადგილზე მალე პოლიციაც მოვიდა, მაგრამ განცხადების დაწერა არავინ ისურვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული