წლის ბრძოლა კარსონში

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი საინტერესო ორთაბრძოლა გაიმართა, რომელთაგანაც ერთი - საჩემპიონო იყო.

მთავარ ბრძოლად განიხილებოდა ნახევრად მჩატე წონაში IBF-ისა და WBO-ს ჩემპიონის, 29 წლის ფილიპინელი ნონიტო დონერისა და ამავე წონაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონის, 36 წლის იაპონელი ტოშიაკი ნიშიოკის დაპირისპირება.

დონერი დამაჯერებლად აკონტროლებდა ცაცია მეტოქის მოქმედებებს, ძალიან სჯობდა მას სისწრაფესა და დარტყმის ძალაში. მიუხედავად ამისა, იაპონელი მოკრივე თითქმის არ ატარებდა ძლიერ დარტყმებს და კარგად იცავდა თავს. მეექვსე რაუნდში ნიშიოკა ნოკდაუნში მოხვდა, მაგრამ იოლად გადაიტანა ეს დარტყმა და ბრძოლა გააგრძელა.

ყველაფერი
მეცხრე რაუნდში დასრულდა: ნიშიოკა ხანგრძლივ შეტევას ახორციელებდა, როცა მარჯვნიდან მეტოქის უძლიერესი დარტყმა გაატარა, რის შემდეგაც ნოკდაუნში აღმოჩნდა. იაპონელი წამოდგა და ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ მისმა გუნდმა ამაზე უარი განაცხადა.

* * *
ქალაქ კარსონში გაიმართა შეხვედრა, რომელიც პრეტენზიას გამოაცხადებს "წლის ბრძოლის" სტატუსზე. რინგზე ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ამერიკელები - მჩატე წონაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონი, 26 წლის ბრენდონ რიოსი და 32 წლის მაიკ ალვარადო.

გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით ბრენდონ რიოსმა მოიპოვა. მეშვიდე რაუნდში მან რამდენიმე უძლიერესი დარტყმა განახორციელა, რის შემდეგაც ალვარადო წაბარბაცდა და რეფერიმ ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული