მომავალ წელს კლიჩკო-ჰეი შედგება?

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, 32 წლის ბრიტანელმა დევიდ ჰეიმ განაცხადა, რომ მომავალ წელს მოახერხებს WBC-ის ჩემპიონთან, უკრაინელ ვიტალი კლიჩკოსთან ბრძოლის გამართვას.

"ჩემი აზრით, 2013 წელს ვიტალი რაღაც მომენტში ისევ მოინდომებს რინგზე გასვლასა და დიდ ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას, - ამბობს Sky Sports-თან კომენტარში ჰეი. - ასეთი ბრძოლისთვის მე ყველაზე შესაფერისი მოწინააღმდეგე ვარ. WBC ასეთი შეხვედრის წინააღმდეგი არ იქნება. მათ ესმით, რომ მე ერთადერთი ვარ, ვისაც შეუძლია გამოწვევა ესროლოს უკრაინელს.

კლიჩკოს დიდი ხანია, სუპერბრძოლა არ ჰქონია. ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა ლენოქს ლუისთან
ჩაატარა და წააგო. მას ხვდებოდნენ ისეთი მეტოქეები, რომლებზეც წინასწარ იცოდა, რომ დამარცხებისთვის იყვნენ განწირულნი".

ჰეის თქმით, WBC-ის ტიტულისთვის ბრძოლა ერთადერთია, რაც მას კრივში აინტერესებს. ის მზად არის, დათანხმდეს იმ პირობებს, როგორიც ვლადიმერ კლიჩკოსთან ბრძოლისას მოქმედებდა: "ჩვენ არ გვჭირდება ახალი კონტრაქტი.

მე უნდა ჩავატარო მატჩ-რევანში ვიტალისთან ან ვლადიმერთან. ისინი თავად აირჩევენ, ვინ გამოვა ჩემს წინააღმდეგ რინგზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული