ამის შესახებ საკუთარ "ტვიტერში" სტიუარდის მეგობარმა ჯონათან ბენქსმა დაწერა, რომელიც ამჟამად ვლადიმერ კლიჩკოს პოლონელი მოკრივის, მარიუმ ვახის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ამზადებს.
"ის წავიდა, მაგრამ არავის დაავიწყდება. შენ კარგი ბრძოლა ჩაატარე და შენი გზა დაასრულე. აცრემლებული თვალებით მე ვამბობ: მშვიდად განისვენე, ემანუელ", - დაწერა ბენქსმა.
შეგახსენებთ, რომ სტიუარდი კიბოს მკურნალობის კურსს გადიოდა.
ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკოს ახალი მწვრთნელი ჰყავს