ხუთი ბრძოლა გარანტირებულია

AutoSharing Option
უახლოეს პერიოდში უკრაინელი ძმები - ვლადიმერ და ვიტალი კლიჩკოები ახალ კონტრაქტს გააფორმებენ გერმანულ ტელეკომპანია RTL-თან.

ხელშეკრულების თანახმად, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონებმა ჯამში ერთად ხუთი ბრძოლა უნდა ჩაატარონ. ამ ბრძოლების ტელეტრანსლაციების უფლებებისთვის მოკრივეები 15 მილიონ ევროს მიიღებენ - თითო შეხვედრისთვის სამი მილიონს, - წერს გაზეთი "ბილდი".

გამოცემის ინფორმაციით, 36 წლის ვლადიმერ კლიჩკო თავის მომდევნო ბრძოლას (10 ნოემბერს პოლონელი მარიუშ ვახის წინააღმდეგ) სწორედ RTL-თან ახალი კონტრაქტის რანგში ჩაატარებს.

ვახთან ბრძოლაში უმცროსი კლიჩკო WBO-ს, WBA-სა და IBF-ის ვერსიებით თავის კუთვნილ ტიტულებს დაიცავს.

41
წლის ვიტალი კლიჩკოს ეკუთვნის სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის საჩემპიონო ქამარი. ჯერჯერობით უცნობია, გააგრძელებს თუ არა ის კარიერას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული