ხელშეკრულების თანახმად, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონებმა ჯამში ერთად ხუთი ბრძოლა უნდა ჩაატარონ. ამ ბრძოლების ტელეტრანსლაციების უფლებებისთვის მოკრივეები 15 მილიონ ევროს მიიღებენ - თითო შეხვედრისთვის სამი მილიონს, - წერს გაზეთი "ბილდი".
გამოცემის ინფორმაციით, 36 წლის ვლადიმერ კლიჩკო თავის მომდევნო ბრძოლას (10 ნოემბერს პოლონელი მარიუშ ვახის წინააღმდეგ) სწორედ RTL-თან ახალი კონტრაქტის რანგში ჩაატარებს.
ვახთან ბრძოლაში უმცროსი კლიჩკო WBO-ს, WBA-სა და IBF-ის ვერსიებით თავის კუთვნილ ტიტულებს დაიცავს.
41
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"