დევიდ ჰეის ჯუნგლების მეფედ გახდომა სურს

AutoSharing Option
ბრიტანელმა მოკრივემ დევიდ ჰეიმ გადაწყვიტა, ახალ ამპლუაში სცადოს ბედი.

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა დაადასტურა მონაწილეობა სატელევიზიო რეალითი-შოუში, რომლის სცენარი ძალიან ჰგავს პოპულარულ შოუს - "უკანასკნელ გმირს".

რეალითი-შოუს მონაწილეები ჯუნგლებში რამდენიმე კვირას ნორმალური საცხოვრებელი პირობების გარეშე იარსებებენ, გამარჯვებული კი მიიღებს "ჯუნგლების მეფის" სტატუსს.

შოუს ბრიტანული არხი ITV გადაიღებს, მოქმედება კი ავსტრალიის ჯუნგლებში განვითარდება.

აღსანიშნავია, რომ ჰეის გვერდით ავსტრალიაში იცხოვრებს დართსში მსოფლიოს ჩემპიონი ერიკ ბრისტოუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული