ყოფილი ჩემპიონი სიკვდილის პირასაა

AutoSharing Option
პროფესიულ კრივში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, პუერტორიკოელი ექტორ კამაჩო ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს, - ამის შესახებ წერს პორტალი Boxingscene.com.

20 ნოემბრის საღამოს, ქალაქ ბაიამონში ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც იმყოფებოდა 50 წლის კამაჩო და მისი მძღოლი. შედეგად, მძღოლი დაიღუპა, თავად მოკრივემ კი თავისა და ყელის არეში მიიღო ჭრილობები.

ამჟამად კამაჩო საავადმყოფოში იმყოფება და ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებენ, მაგრამ მოკრივის გადარჩენის შანსი საკმაოდ მაღალია. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ექტორს ერთი ტყვია ხერხემალში მოხვდა, რის გამოც კამაჩომ შესაძლოა, სიარული ვეღარ შეძლოს.

მოკრივეზე თავდასხმის მოტივების შესახებ არაფერს ამბობენ, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი პოლიციას დაკავებული ჰყავს.

კამაჩო პროფესიულ რინგზე 1982-2010 წლებში გამოდიოდა და ჯამში 88 ბრძოლა ჩაატარა. მის ანგარიშზეა 79 მოგება (38 - ნოკაუტით), ექვსი წაგება და სამი ფრე. პუერტორიკოელი მსოფლიოს ჩემპიონი იყო WBC-ისა (პირველი მჩატე წონა) და WBO-ს (პირველ ნახევრად საშუალო წონაში) ვერსიებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული