წილისყრის შედეგად შეჯიბრების პირველ დღეს ქართველი სპორტსმენები რინგზე არ გამოსულან. 30 ნოემბერს 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძალებს მოსინჯავს გიორგი გაბოძე, რომელიც ირლანდიელ კურტ უოლფერს დაუპირისპირდება.
81 კილოში ალექსანდრე დოკვაძის მეტოქე იქნება აზერბაიჯანელი რაუფ რაჰიმოვი, ხოლო 91 კილოგრამში დათა კვირკველია სომეხ რაფაელ სიმონიანს შეხვდება. აქ წყვილში გამარჯვებული 2 დეკემბერს ავსტრალიელ ჯაი ტაპუ ოპეტაიასთან გაარკვევს ურთიერთობას.
დანარჩენი ქართველი მოკრივეები მედლებისთვის ბრძოლაში პირველ დეკემბერს ჩაებმებიან.
64 კილოში ჯემალ შალამბერიძეც თავისუფალია სასტარტო შეხვედრიდან, სადაც მისი სავარაუდო მეტოქეები - მოვლუდ ბაიარსლანოვი (კანადა) და ხულიო როდრიგესი (აშშ) იბრძოლებენ.
დანარჩენ ორ წონაში კი ჩვენებურთა მოცილეები ცნობილია: 69 კგ. კონსტანტინე ხვისტანი - ენთი ჰიტალა (ფინეთი), 75 კგ. ბერიკა მხეცაძე - ბიეკნურ ხალი (მონღოლეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"