მოჰამედ ალის ორი წყვილი საკრივო ხელთათმანი 770 ათას დოლარად გაიყიდა

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი მოკრივის, მოჰამედ ალის ორი წყვილი საკრივო ხელთათმანი აუქციონზე გაიყიდა.

თითო წყვილში 385 ათასი დოლარი გადაიხადეს. ეს არის აუქციონზე საკრივო ეკიპირების რეალიზაციის სარეკორდო თანხა.

ხელთათმანების ერთი წყვილი ალიმ 1964 წელს, სონი ლისტონთან ბრძოლაში გამოიყენა, მეორე - 1971 წელს ჯო ფრეზერის წინააღმდეგ. ორივე ლოტი ლეგენდარული მწვრთნელის, ანჯელო დანდის საკუთრება იყო.

ამ სპეციალისტმა თავისი 60-წლიანი კარიერის განმავლობაში მსოფლიოს 15 ჩემპიონი აღზარდა, მათ შორის ალი, შუგარ რეი ლეონარდი და ჯორჯ ფორმენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული