მარიუშ ვახს დოპინგით ვლადიმერ კლიჩკოსთან უბრძოლია

AutoSharing Option
პოლონელმა სუპერმძიმეწონოსანმა მარიუშ ვახმა, რომელმაც 10 ნოემბერს საჩემპიონო ორთაბრძოლა ჩაატარა ვლადიმერ კლიჩკოს წინააღმდეგ, დოპინგ-ტესტი ჩააგდო.

დადებითი შედეგი აჩვენა სინჯმა, რომელიც ვახს უკრაინელთან ბრძოლის შემდეგ აუღეს. სპორტსმენის შარდში აღმოჩნდა აკრძალული ანაბოლური სტეროიდების კვალი. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა "ბილდი" აქვეყნებს.

დადებითი დოპინგ-ტესტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა გერმანიის პროფესიული კრივის ფედერაციის პრეზიდენტმა ტომას პიუტცმა.

ახლა ვახს უფლება აქვს, მოითხოვოს "B" სინჯის შემოწმება. თუ ისიც დადებით შედეგს აჩვენებს, ვახს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია და სოლიდური ფულადი ჯარიმა ელოდება.

კლიჩკოსა და ვახის ორთაბრძოლა ჰამბურგში შედგა. უკრაინელს მსაჯებმა ერთსულოვანი
გამარჯვება მიანიჭეს. ამ ბრძოლაში ვლადიმერმა დაიცვა IBF-ის, WBA-სა და WBO-ის ტიტულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული