ალექსანდრე დოკვაძე ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

AutoSharing Option
ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელსაც ერევანი მასპინძლობს, 3 დეკემბერს მეოთხედფინალისტები გამოვლინდნენ.

მათ შორის, ვინც წარმატებით განვლო სამი წრე, გახლავთ ტყავის ხელთათმანის ქართველი ოსტატი ალექსანდრე დოკვაძე.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში 3 დეკემბერს ჩვენებურმა აშკარად დაჯაბნა თურქი ქემ კილიკი - 18:5 (7:2, 4:2, 7:1) აჯობა მეტოქეს და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 4 დეკემბერს ირანელ სიავახ ომიდის დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელმა მესამე წრეში ფრედ დაამთავრა (9-9:3-1, 1:3, 5:5) პაექრობა იტალიელ სალვატორე კავალაროსთან, მაგრამ არბიტრებმა უპირატესობა სწორედ მას მიანიჭეს.

დოკვაძეს მხარი ვერ აუბეს თანაგუნდელებმა - კონსტანტინე
ხვისტანმა
(69 კგ) და ბერიკა მხეცაძემ (75 კგ).

ხვისტანი ორი რაუნდის განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევდა უზბეკ აკმაზბეკ კოსიმოვს, მაგრამ ისინი თითო ქულით მაინც დათმო (1:2, 3:4), მესამე რაუნდი კი შუააზიელის აშკარა უპირატესობით წარიმართა (6:2) და საბოლოოდაც მან გაიმარჯვა - 12:6.

მხეცაძე ინდოელ სანდიიპანთან დამარცხდა - 8:17 (2:5, 2:6, 4:6). სულ კი ახალგაზრდების მსოფლიოს ჩემპიონატში შვიდი ქართველი მოკრივე ჩაება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე ნახევარფინალშია :)
gulSemarkivari
10:35 05-12-2012
0

სიახლეები პოპულარული