მოჰამედ ალი კრივის მეფედ გამოაცხადეს

AutoSharing Option
ყველა დროის ერთ-ერთი უდიადესი სუპერმძიმეწონოსანი, ლეგენდარული ამერიკელი მოჰამედ ალი კიდევ ერთხელ დააფასეს.

მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) 50-ე კონვენციაზე, რომელიც მექსიკის ქალაქ კანკუნში იმართება, ალი "კრივის მეფედ" გამოაცხადეს.

გაიმართა სპეციალური ცერემონია, რომელშიც პროფესიული კრივის ასზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი ჩემპიონი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის, სუპერმძიმე წონაში WBC-ის მოქმედი ჩემპიონი, უკრაინელი ვიტალი კლიჩკო.

ლეგენდარულ მოკრივეს თავზე გვირგვინი დაადგეს კლიჩკომ, საულ ალვარესმა და ხულიო სეზარ ჩავესმა.

გარდა ამისა, მოჰამედ ალის გადასცეს მსოფლიოს ჩემპიონის "ბრილიანტის" ქამარი, რომელიც მას წელზე შემოარტყა არგენტინელმა სერხიო მარტინესმა.

საზოგადოების
წინაშე სიტყვით გამოვიდა მოჰამედის მეუღლე ლონი (თავად მოკრივე დიდი ხანია, პარკინსონის ავადმყოფობით არის დაავადებული). მან თქვა, რომ მის ქმარს ლაპარაკი რომ შეეძლოს, აუცილებლად იკითხავდა - რატომ ელოდა ამ ჯილდოს ამდენი ხანი.

ალი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი იყო 1964-66 და 1974-78 წლებში. პროფესიულ რინგზე მოჰამედმა 56 ბრძოლა მოიგო და ხუთჯერ დამარცხდა. ამერიკელი კრივის ისტორიაში უდიადეს მოკრივედ მიიჩნევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული