ჩვენებურმა პირველი რაუნდი 1:2 დათმო, მაგრამ მომდევნო ორ რაუნდში აჯობა (3:1, 4:3) მეტოქეს, საბოლოოდ 8:6 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, რითაც სულ მცირე, ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.
ქართველი სპორტსმენი დღეს დაისვენებს და ხვალ ფინალში გასასვლელად დოლმუროდ სატიბალდიევის (უკრაინა) მძლეველ (14:12) სქოთ ფორესტთან გაარკვევს ურთიერთობას. მეორე ნახევარფინალურ წყვილში იდრის შახმანოვი (რუსეთი) და ნიკოლ არუთინოვი (სომხეთი) შეხვდებიან ერთმანეთს.
ყოველდღიური