საქართველოს კრივის ფედერაციის პრეზიდენტად დავით კვაჭაძე აირჩიეს

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 8 დეკემბერს გამართულ კრივის ფედერაციის რიგგარეშე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე, ფედერაციის პრეზიდენტად ვეტერანი მოკრივე, ევროპის ჩემპიონი (1977) და ოლიმპიური თამაშების (1980) მონაწილე - დავით კვაჭაძე აირჩიეს.

კვაჭაძეს ფედერაციის დელეგატებმა ღია კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.

პრეზიდენტობისათვის კენჭს დავით კვაჭაძესთან ერთად, ფედერაციის გენერალური მდივანი - ვლადიმერ ახალკაციც იყრიდა, რომელმაც ყრილობის დასაწყისში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

პრეზიდენტობის კანდიდატად სახელდებოდა მსოფლიო ჩემპიონი კრივში გიორგი კანდელაკიც, თუმცა კანდელაკმა საკუთარი კანდიდატურა 27 ნოემბერს მოხსნა.

ახალმა პრეზიდეტმა ვიცე-პრეზიდენტად შუქრი ბურჭულაძე დაასახელა, გენერალური მდივნის პოსტზე კი
ვლადიმერ ახალკაცი
დატოვა.

ყრილობაზე, რომელიც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს - შალვა გოგოლაძეს მიყავდა, ხმის მიცემის უფლების მქონე 67 დელეგატი იყო მოწვეული.

ყრილობას სტუმრის სტატუსით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი დოლაბერიძე ესწრებოდა.

კრივის ფედერაციას 2006 წლიდან პეტრე ცისკარიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც თანამდებობა 2012 წლის ოქტომბერში დატოვა.

სამინისტროს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
Aრავის ეკიტხებიან პროგრამა თU აკვს ან ღAს აპირებს ...არანაირი სასველი არ Aრის და არ Iკნება და არც Mაგის ევროპის ცემპიონობა არ გვისველის
Ladimera
04:59 10-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული