ხუან მანუელ მარკესმა მენი პაკიაო დაანოკაუტა - ფილიპინელი რიგნზე უმწეოდ ეგდო [VIDEO]

AutoSharing Option
8 დეკემბერს მექსიკელმა მოკრივე ხუან მანუელ მარკესმა ფილიპინელი მენი პაკიაო დაამარცხა.

ორთაბრძოლას, რომელიც 66,68 კგ წონით კატეგორიაში გაიმართა, ლას ვეგასის "გრანდ გარდენ არენამ" უმასპინძლა და მას WBO-ს ვერსიით "ათწლეულის მოკრივის" ტიტულის მფლობელი უნდა გამოევლინა.

39 წლის მარკესმა 33 წლის პაკიაო ნოკაუტში მეექვსე რაუნდის მიწურულს გაგზავნა (იხილეთ ვიდეო). ბრძოლის პერიოდში ორივე მოკრივე თითოჯერ აღმოჩნდა ნოკდაუნში - პაკიაო მესამე რაუნდში, მარკესი კი მეხუთეში.

ეს პაკაიოსა და მარკესს შორის გამართული რიგით მეოთხე ბრძოლა იყო. წინა ორ ბრძოლაში გამარჯვება ფილიპინელს დარჩა, ერთიც ფრედ დასრულდა.

პაკიაოს მენეჯერმა უკვე განაცხადა, რომ ამ მოკრივეებს შორის მეხუთე დაპირისპირების გამართვა გამორიცხული არაა.

პაკიაო მსოფლიოს ექსჩემპიონია რვა წონით კატეგორიაში, მარკესი კი - ოთხში. მექსიკელთან ბოლო ბრძოლის ჩათვლით, ფილიპინელმა თავის კარიერაში 61 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 54 მოიგო (38 ნოკაუტით), 2 ფრედ დაასრულა, 5 კი დათმო.

მარკესისთვის პაკიაოსთან გამარჯვება კარიერაში 55-ე იყო (40 ნოკაუტით). ამასთან, 6 ბრძოლაში ის დამარცხდა, ერთი კი ფრედ დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული