ნადირობა მსახიობებზე

AutoSharing Option
სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო, რომელმაც, ბევრის აზრით, საკუთარი თავი საბოლოოდ მიუძღვნა პოლიტიკურ კარიერას, ჯერ მზად არ არის რინგიდან წასასვლელად.

ვარაუდობდნენ, რომ უფროსი კლიჩკო კრივთან გამოთხოვების შესახებ ოფიციალურად 17 დეკემბერს გამოაცხადებდა, მაგრამ მან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მომავალი წლისთვის გადადო.

"ვიტალი სერიოზულად უნდა დაფიქრდეს თავისი მომავლის შესახებ. ამიტომაც არჩევანი კრივსა და პოლიტიკას შორის მომდევნო წელს გაკეთდება", - ამბობს ვიტალის მენეჯერი ბერნდ ბენტე.

* * *
ამასობაში ვიტალის უმცროსმა ძმამ, სუპერმძიმე წონაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ვლადიმერ კლიჩკომ ახალი
შეყვარებული გაიჩინა.

ეს არის აზიური წარმოშობის 37 წლის ამერიკელი მსახიობი, ფოტომოდელი და დიზაინერი კიმორა ლი სიმონსი.

ეს წყვილი ლოს ანჯელესში სუნამოს პრეზენტაციაზე დააფიქსირეს. ვლადიმერი და ლი სიამოვნებით პოზირებდნენ ფოტოკამერების წინ. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინელს სამი შვილის დედა შეუყვარდა. კიმორას მუსიკოს რასელ სიმონსთან ქორწინების შემდეგ ორი გოგონა დარჩა, მსახიობ ჯიმ ჰონსუმთან რომანის შემდეგ კი ვაჟი შეეძინა.

ამერიკელი მსახიობის ყველა სასიყვარულო ურთიერთობას სერიოზული ხასიათი ჰქონდა. ასე მაგალითად, სიმონსთან ერთად მან 11 წელი იცხოვრა, მაგრამ ბოლო ორი წელი ქმარს ჰონსუმთან ღალატობდა. ცოტა ხნის წინ კი მსახიობი ჯიმს დაშორდა. ასე რომ, მის რომანს 36 წლის ვლადიმერთან ხელს ვერაფერი შეუშლიდა.

უკრაინელი მოკრივისთვის უცხო არ არის რომანები ამერიკელ მსახიობებთან: 2011 წლის მაისში ვლადიმერი დაშორდა ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰაიდენ პენეტიერის, რომელსაც დაახლოებით წელიწადნახევარი ხვდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული