თვითმარქვია ელჩი

AutoSharing Option
ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მაიკ ტაისონი უახლოეს დღეებში ჩინეთში გაემგზავრება. სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა ამ ქვეყანაში კლასიკური კრივის პოპულარიზაციას უნდა შეუწყოს ხელი.

საინტერესოა, რომ "რკინის მაიკმა" საკუთარი ინიციატივით გამოაცხადა თავი კრივის ელჩად და აზიაში ისე მიემგზავრება, რომ არც ერთი კონკრეტული ღონისძიება არ აქვს დაგეგმილი, უფრო მეტიც - არც კი იცის, რაში მდგომარეობს მისი როლი.

"სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა ფუნქციებს ასრულებენ ასეთი ელჩები, - აღიარა ტაისონმა. - ადრე მეგონა, რომ უბრალოდ სახელმწიფოს ბიუჯეტს ფლანგავდნენ და ამ ფულით ქალებთან ერთობოდნენ".

კითხვაზე - რას გააკეთებს ჩინეთში? - ტაისონმა უპასუხა: "თავად მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. მაპატიეთ, მაგრამ მე უკვე ელჩი ვარ და რაღაც ხომ უნდა მეპასუხა თქვენთვის".

მაიკი ჩინეთში მეუღლის გარეშე მოემგზავრება. ქალი ამერიკაში რჩება, რადგან სულ ორ თვეში წყვილი მორიგი ბავშვის დაბადებას ელოდება.

ასევე იხილეთ: ტაისონის დებიუტი პაროდიულ ჟანრში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული