მეივეზერი-ალვარესი დადასტურდა

AutoSharing Option
13 დეკემბერს პრომოუტერული კომპანია Golden Boy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ შეფერმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ფლოიდ მეივეზერი თავის მორიგ ბრძოლას 4 მაისს გამართავს.

35 წლის ამერიკელის მეტოქე იქნება პირველ საშუალო წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, 22 წლის მექსიკელი საულ ალვარესი. შეგახსენებთ, რომ თავად მეივეზერი ორი ვერსიით არის ჩემპიონი - ის პირველ საშუალო წონაში WBA-ს საჩემპიონო ქამარს ფლობს, აგრეთვე, ნახევრად საშუალო წონაშია WBC-ის ჩემპიონი.

შეფერმა ასევე განაცხადა, რომ ორივე მოკრივეს 14 სექტემბერსაც აქვს ბრძოლის გამართვა დაგეგმილი. ორივე თარიღი ყველაზე დიდ მექსიკურ დღესასწაულებს -
Cinco de Mayo-სა და დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა.

"ამ მომენტში მეივეზერისთვის მოწინააღმდეგის ძიებით ვარ დაკავებული, - ამბობს შეფერი. - გარდა ამისა, შევხვდი ალვარესს და მან მითხრა, რაც სურს.

ასე რომ, გავაგრძელებთ მუშაობას. არ შემიძლია გარკვეული დეტალების გამხელა. თითოეულისთვის რამდენიმე ვარიანტი გაგვაჩნია. სავარაუდოდ, ყველანაირი მოლაპარაკება წლის ბოლოსთვის ან იანვრის პირველი კვირისთვის დასრულდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული