56 კილოში საქართველოს ნაკრების წევრმა ვენეტიკ გრანოსიანმა სლოვენიელ ბლაც სკრზანეცს აჯობა, 81 კილოში იაგო კიზირიამ უკრაინელი სერგეი ჟუკი დაჯაბნა, 75 კილოში რომან თავაძემ ბელორუს ევგენი დოლგავეცთან წააგო, ხოლო მძიმე წონაში თორნიკე პურიჭამიაშვილი მანტას ვალავიჩუსს (ლიტვა) დანებდა.
უკვე გაუწყეთ, რომ, თავაძის გარდა, წინა დღეს კიდევ ოთხი ჩვენებური გამოეთიშა შეჯიბრებას: ვადიმ კირილენკა (ბელორუსი) - მიხეილ კაზანჯიანი (49 კგ) 24:7, სტეფან ივანოვი (ბულგარეთი) - სევერიან ჭილაძე (52 კგ)
შეჯიბრების პირველ დღეს ევროპის ჩემპიონატის მე-3 პრიზიორმა ზაალ კვაჭატაძემ (69 კგ) სომეხ ჰრაირ მათევოსიანს სძლია - 14:10. ამდენად, ევროპის ჩემპიონატს ერანოსიანი, კიზირია და კვაჭატაძე შემორჩნენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"