მენი პაკიაო აპრილში დაბრუნდება

AutoSharing Option
რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ფილიპინელი მენი პაკიაო მზად არის რინგზე 2013 წლის აპრილში ან მაისში დაბრუნდეს. "პაკმენს" არ აღელვებს, თუ ვინ იქნება მისი მეტოქე, მისთვის მთავარია, რაც შეიძლება მალე ავიდეს რინგზე.

უფრო ადრე, პრომოუტერულმა კომპანია Top Rank-მა სავარაუდო თარიღად 20 აპრილი დაასახელა, პოტენციურ მოწინააღმდეგედ - ამერიკელი ბრენდონ რიოსი.

"მე მოკრივე ვარ. ვინც არ უნდა დააყენოს ჩემს წინ პრომოუტერმა, მე ამისთვის მზად ვიქნები, - ამბობს პაკიაო. - ვაპირებ ვარჯიშს იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერი გავხდე. მინ
და ჩემმა გულშემატკივრებმა ძველი და აგრესიული მენი პაკიაო იხილონ. მაგრამ ახლა, ჩემი სტილი მეტოქეზეა დამოკიდებული".

მაგრამ პაკიაოს მწვრთნელს ფრედი როუჩს მიაჩნია, რომ მის შეგირდს უფრო ხანგრძლივი დასვენება ესაჭიროება. "აპრილი ან მაისი - ძალიან ადრეა, - ამბობს როუჩი. - უკვე შევეგუე იმას, რაც მარკესთან ბრძოლაში მოხდა.

შემდეგ საუბარი მქონდა მენისთან იმის შესახებ, თუ რა იქნება მომავალში. საბოლოოდ ჯერ არაფერი გადაგვიწყვიტავს, მაგრამ როცა ასეთ მძიმე დარტყმას იღებ, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა გარდაუვალია. მე არ ვიფიქრებდი სექტემბრამდე რინგზე გასვლაზე. ეს ყველაზე უახლოეს ვარიანტად მიმაჩნია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული