ზაალ კვაჭატაძემ ბრინჯაოს მედალი უკვე გაინაღდა

AutoSharing Option
კალინინგრადში გრძელდება 19-22 წლის მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს 9 წარმომადგენელი ჩაება.

სამწუხაროდ, 6-მა მათგანმა მაყურებლებში გადაინაცვლა, 14 დეკემბერს კი 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა ზაალ კვაჭატაძემ 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბულგარელი სიმეონ ჩამოვი დაამარცხა 16:14 და ნახევარფინალში გავიდა, რითაც ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.

ფინალში გასასვლელად უკრაინელი სერგეი ვოლკოვის მძლეველ ბელარუსს - პაველ კოსტრომინს დაუპირისპირდება.

დღევანდელ მეოთხედფინალურ პაექრობებში კიდევ ორი ჩვენებური ჩაებმება - ვენეტიკ ერანოსიანი (56 კგ) და იაგო კიზირია (81 კგ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული