ტრაუტს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნისთვის ბრალდება წაუყენეს, თუმცა მალე თავდებით გაანთავისუფლეს.
პოლიციელის ოქმის მიხედვით, რესტორანში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. ისინი მთვრალები იყვნენ, ერთმანეთს უყვიროდნენ, იატაკზე კი სკამები, მაგიდები, საკვები და ჭიქები იყო მიმოფანტული.
თავად ტრაუტის თქმით, ჩხუბი მეზობელ მაგიდასთან მოხდა და ამ ინციდენტთან მოკრივეს კავშირი არ ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, პოლიციამ მაინც დააკავა ჩემპიონი სიმთვრალის ბრალდებით.
ჩხუბის ბრალდება მოკრივემ უარყო. "მე უფასოდ არ ვჩხუბებ", - განაცხადა მან.
27 წლის ამერიკელმა პროფესიულ რინგზე 26 შეხვედრა ჩაატარა და ყველა მოიგო (14 - ნოკაუტით). მომდევნო ბრძოლა ტრაუტმა ცნობილი მექსიკელის - საულ ალვარესის წინააღმდეგ უნდა ჩაატაროს, რომელიც WBC-ის საჩემპიონო ტიტულს ფლობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"