პაიკიაო დაავადდა?

AutoSharing Option
ცუდი ამბავი შეიტყვეს ფილიპინელი მოკრივის მენი პაკიოას გულშემატკვირებმა. როგორც ფილიპინების კერძო კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი პასტიკო ხიმენესი ამბობს, თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მოკრივეს პარკინსონის ავადმყოფობის საწყისი სტადიის სიმპტომები აღენიშნება.

"ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გმირმა სასწრაფოდ უნდა მიატოვოს კრივი. შესაძლოა, მენი ძველებურად სწრაფი და ძლიერია, მაგრამ მისი ხელების მოძრაობაში შეინიშნება პარკინსონის სიმპტომები, - განაცხადა ხიმენესმა. - თავის ტვინი მეტად ფაქიზია და მარკესისგან მიღებული ნოკაუტის შემდეგ ტვინის შერყევა, უდიდეს საფრთხეს შეიცავს. ახლა, მოკრივე ისეთ მდგომარეობაშია, რომ ნებისმიერმა დარტყმამ შეიძლება მიკროჩაქცევა გამოიწვიოს, რასაც სერიოზული
უსიამოვნებები მოყვება".

საინტერესოა, გაითვალისწინებს თუ არა მენი პაიკიაო ამ რჩევას. შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს, ხუან მარკესთან მარკესთან განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ, ფილიპინელს 2013 წლის სექტემბერში აქვს დაგეგმილი რინგზე დაბრუნება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული