მენი პაკიაო აპრილში დაუბრუნდება რინგს

AutoSharing Option
რვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ფილიპინელი მენი პაკიაო აპირებს, სასამართლოში უჩივლოს ექიმ რუსტიკო ხიმენესს, რომელმაც განაცხადა, რომ 34 წლის მოკრივეს პარკინსონის დაავადების სიმპტომები აღენიშნება.

"როგორ შეიძლება ასეთი განცხადების გაკეთება, როცა მას პაციენტი არ გაუსინჯავს? ჩვენ სამოქალაქო სარჩელს ვამზადებთ დაუსაბუთებელი და უღირსი ბრალდების გამო", - განაცხადა პაკიაოს მრჩეველმა მაიკლ კონცმა.

ფილიპინელი ექიმის ვარაუდს თავად მენი პაკიაოც გამოეხმაურა: "სანერვიულო არაფერია. ასი პროცენტით ჯანმრთელი ვარ და ახლა ოჯახთან ერთად მოგზაურობით სიამოვნებას ვიღებ. ფილიპინებზე 14 იანვარს დავბრუნდები. თებერვლის დასაწყისში ვაპირებ ვარჯიშების განახლებას, რადგან
აპრილში მსურს რინგზე დაბრუნება, სექტემბერში კი მეხუთედ ვაპირებ ხუან მანუელ მარკესთან შეხვედრას. ამ ექიმის განცხადება - ეთიკის გაუგონარი უგულებელყოფაა. ეს უპასუხისმგებლო საქციელი იყო. ეს გახლდათ პირადი აზრი ყოველგვარი სამედიცინო შემოწმების გარეშე"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პაკიაო დაავადდა?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული