კლიჩკო-პოვეტკინი აპრილში?

AutoSharing Option
ძმები კლიჩკოების პრომოუტერული კომპანიის - K2 Promotions-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტომ ლეფლერმა განაცხადა, რომ სუპერმძიმე წონაში ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო თავის მომდევნო ბრძოლას აპრილში, გერმანიაში ან რუსეთში გამართავს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკრივო ასოციაციამ (WBA) უმცროსი კლიჩკოსა და WBA-ს "რეგულარული" ჩემპიონის, რუსი ალექსანდრ პოვეტკინის გუნდები დაავალდებულა, რომ მათ ბრძოლის ორგანიზება 17 იანვრამდე მოახერხონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დღეს პრომოუტერული ვაჭრობა გაიმართება.

როგორც ჩანს, საქმე სწორედ აუქციონამდე მივა და უკვე ამის შემდეგ ორივე მხარეს მიეცემა 90 დღე იმისთვის, ერთმანეთში ბრძოლა გამართოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
მარიუშ ვახს დოპინგით ვლადიმერ კლიჩკოსთან უბრძოლია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული