პროფესიულ რინგზე 48 წლის ასაკში!

AutoSharing Option
15 იანვარს თავისი 48-ე დაბადების დღე იზეიმა საშუალო წონაში ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა და ნახევრადსაშუალო წონაში მსოფლიოს ყოფილმა ორგზის ჩემპიონმა, ამერიკელმა ბერნარდ ჰოპკინსმა.

პროფესიული კარიერა მან 1988 წელს დაიწყო. 2011 წელს, ჰოპკინსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოკრივე ისტორიაში, რომელმაც პროფესიული კრივის ერთ-ერთი ძირითადი ვერსიით მოიპოვა ტიტული. გარდა ამისა, აქამდე ჯერ არასოდეს ყოფილა რომელიმე მოკრივე 47 წლის ასაკში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი.

გუშინვე გაირკვა, რომ 9 მარტს, ჰოპკინსს ბრძოლა ელის IBF-ის ვერსიით ნახევრადმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონთან, ამერიკელ ტავორის კლაუდთან. ამ შეხვედრის ორაგნიზატორი აღმოჩნ
და ლეგენდარული და სკანდალური პრომოუტერი დონ კინგი.

გამარჯვების შემთხვევაში, ჰოპკინსი საკუთარ რეკორდს დაამხობს. 2011 წელს, ტიტულის მოპოვების მომენტში, ის 46 წლისა და 126 დღის იყო. კლაუდთან ბრძოლის დღეს კი ჰოპკინსის ასაკი იქნება 48 წელს და 54 დღე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კრივის სამყარომ ჩემპიონი დაკარგა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული