კრივის სამყარომ ჩემპიონი დაკარგა

AutoSharing Option
სამწუხარო ამბავი შეიტყო საკრივო სამყარომ. უმჩატეს წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ხესუს კასტილიო აგილერა, რომელიც უფრო ცნობილია ჩუჩო კასტილიოს სახელით, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილ მოკრივეს რამდენიმე დღის წინ გადატანილი ოპერაციის შემდეგ შეექმნა სირთულე.

კასტილიოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მსოფლიოს საკრივო საბჭომ (WBC) სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. პროფესიულ დონეზე მექსიკელმა 67 ბრძოლა ჩაატარა და აქედან 47 (22 - ნოკაუტით) მოიგო.

პროფესიული კარიერა კასტილიომ 1962 წელს დაიწყო და 1975 წელს დაასრულა.

კასტილიოს მოგებული აქვს ბრძოლები იმ დროის ისეთ სახელოვან მოკრივეებთან, როგორებიც იყვნენ ხოსე მედელი, ბერნარდო
კარაბალიო, იისუს პიმენტელი, ლაინელ როუზი, რაფაელ ერერა, რუბენ ოლივარესი, ენრიკე პინდერი, ბობი ჩაკონი
და დენი ლოპესი.

მექსიკელის კარიერის მწვერვალად მიიჩნევა 1970 წელი, როცა მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო მჩატე წონაში. 6 ოქტომბერს, კალიფორნიაში ჩუჩომ 14 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა თანამემამულე რუბენ ოლივარესი.

სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მეხიკოს მეტროპოლიტენის პროფკავშირში ადვოკატად მუშაობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პაიკიაო დაავადდა?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული