სუპერმძიმე წონაში IBF-ის, WBO-სა და WBA-ს ვერსიებით მსოფლიოს ჩემპიონის, ვლადიმერ კლიჩკოსა და აუცილებელი პრეტენდენტის, ალექსანდრ პოვეტკინის ბრძოლა 2013 წლის 24 თებერვლამდე უნდა გაიმართოს. მოკრივეთა პრომოუტერებს 17 იანვრამდე უნდა მოეგვარებინათ ორთაბრძოლის ორგანიზებისთვის საჭირო ყველა საკითხი.
ცოტა ხნის წინ კლიჩკომ WBA-ს ხელმძღვანელობას ბრძოლის თარიღის გადაწევა სთხოვა, მაგრამ ჯერ პასუხი არ მიუღია. თავის მხრივ, რუსი მოკრივის გუნდმა გააპროტესტა
პოვეტკინის მენეჯერები WBA-სგან პროტესტის შესახებ პასუხს ელიან. სავარაუდოდ, სწორედ ამ პასუხის შემდეგ გაიმართება აუქციონი ბრძოლის ორგანიზებაზე.
* * *
ამასობაში ძმები კლიჩკოების გუნდის წარმომადგენელმა ტომ ლეფლერმა განაცხადა, რომ WBC-ის ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო, შესაძლოა, მაისში დაბრუნდეს რინგზე. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვიტალი მაინც გადაწყვეტს კარიერის გაგრძელებას.
"ერთი თვის განმავლობაში გახდება ცნობილი, გააგრძელებს თუ არა ვიტალი კრივში გამოსვლას, - განაცხადა ლეფლერმა. - თუ ის კიდევ ერთხელ გადაწყვეტს რინგზე გასვლას, ეს მაისამდე მოხდება. ვიტალის ძალიან უნდა დევიდ ჰეის ნოკაუტში გაგზავნა. ვფიქრობ, მათ შორის ბრძოლაში კლიჩკოს ვადაზე ადრე გამარჯვების კარგი შანსი აქვს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კრივის სამყარომ ჩემპიონი დაკარგა