მიგელ ანხელ გარსია: ახალი ჩემპიონი ნახევრადმჩატეებში

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ნიუ იორკის "მედისონ სკვერ გარდენში" გაიმართა WBO-ის ვერსიით საჩემპიონო ბრძოლა ნახევრადმჩატე წონით კატეგორიაში.

32 წლის მექსიკელი ორლანდო სალიდო ტიტულს იცავდა 25 წლის ამერიკელ მიგელ ანხელ გარსიასთან შეხვედრაში.

პრეტენდენტი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და პირველივე რაუნდში ორჯერ გაგზავნა ჩემპიონი ნოკდაუნში. მესამე რაუნდში მარჯვენა აპერკოტის შემდეგ, სალიდო ისევ დაეცა რინგზე. მეოთხე რაუნდის დასაწყისში მეოთხე ნოკდაუნი ვიხილეთ.

მერვე რაუნდში მეტოქეები ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ, რის გამოც გარსიამ ცხვირი გაიტეხა. ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ, ექიმებმა რეფერის ბრძოლის შეწყვეტა მოსთხოვეს. რვა რაუნდის შედეგების მიხედვით, სამივე მსაჯმა
გამარჯვება გარსიას მიანიჭა: 79:69, 79:69, 79:70.

* * *
როგორც ვებგვერდი Fightnews.com იუწყება, საშუალო წონაში მსოფლიოს ექსჩემპიონმა, 30 წლის ამერიკელმა კელი პავლიკმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მოკრივემ განაცხადა, რომ ვეღარ გრძნობს ძველებურ მოტივაციას და თან შორეულ პერსპექტივაში საკუთარი ჯანმრთელობაც აღელვებს.

პავლიკმა პროფესიულ რინგზე 42 ბრძოლა ჩაატარა და 40 მოიგო, მათ შორის 34 ნოკაუტით. მის პასივში მხოლოდ ორი დამარცხებაა: 2008 წელს წააგო ბერნარდ ჰოპკინსთან, 2010 წელს კი საშუალო წონაში საჩემპიონო ორთაბრძოლა დათმო არგენტინელ სერხიო მარტინესთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკომ და მისმა რუსმა მეტოქემ ვერ მოილაპარაკეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული