საუკეთესო, ამერიკელთა ვერსიით

AutoSharing Option
ოთხ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი, ფილიპინელი ნონიტო დონერი 2012 წლის საუკეთესო მოკრივე გახდა.

მან გაიმარჯვა გამოკითხვაში, რომელიც ამერიკელ ჟურნალისტთა ასოციაციამ ჩაატარა. ამ ორგანიზაციამ აზრი ჰკითხა კრივის სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს.

30 წლის დონერმა 2012 წელს მოიგო ოთხი შეხვედრა. თებერვალში მან ქულებით დაამარცხა ვილფრედო ვასკესი, ივლისში ასევე ქულებით მოუგო ჯეფრი მატებულას, ოქტომბერში ტექნიკური ნოკაუტით სძლია ტოსიაკი ნისიოკას, ხოლო დეკემბერში ნოკაუტში გაგზავნა ხორხე არსე.

დღეისთვის დონერი 55.3 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში WBC-ის "ბრილიანტის" ქამარს ფლობს; აგრეთვე, მსოფლიოს ჩემპიონია ამავე კატეგორიაში WBO-ს ვერსიით.

გარდა ამისა,
ამერიკელ ჟურნალისტთა ასოციაციამ 2012 წლის ბრძოლად გამოაცხადა ფილიპინელი მენი პაკიაოსა და მექსიკელი ხუან მანუელ მარკესის დუელი, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართა და მექსიკელის გამარჯვებით დასრულდა.

წლის მწვრთნელად დასახელდა დონერის დამრიგებელი რობერტ გარსია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სასიკვდილო დარტყმა - 17 წლის მოკრივე რინგზე მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული