ლეგენდას გამოწვევა ესროლეს

AutoSharing Option
გერმანელმა სუპერმძიმეწონოსანმა მანუელ ჩარმა თავისი "ტვიტერის" მეშვეობით ბრძოლის ჩატარება შესთავაზა მსოფლიოს ყოფილ აბსოლუტურ ჩემპიონს, ლეგენდარულ ამერიკელს ევანდერ ჰოლიფილდს.

ჩარმა ჰოლიფილდს მისწერა, რომ მათ ერთი დაუმთავრებელი საქმე დარჩათ. გერმანელმა მოკრივემ ამერიკელს შეახსენა, რომ 2011 წელს მათი ბრძოლა ჩაიშალა. "ხომ არ გსურს ჩემთან ჩხუბი 2013 წელს?" – დასვა შეკითხვა 28 წლის ჩარმა, თუმცა ჯერჯერობით 50 წლის ჰოლიფილდს არანაირი რეაგირება არ ჰქონია მანუელის წინადადებაზე.

ჩარის "ტვიტერის" ერთ-ერთმა მკითხველმა ასეთი რჩევა მისცა გერმანელ მოკრივეს – მან ბრძოლა ჩაატაროს ბრიტანელ დერეკ ჩისორასთან. საპასუხოდ ჩარმა ჩისორას
"ლუზერი" უწოდა და დაამატა, რომ ბრძოლა უნდა დევიდ ჰეისთან ან ვიტალი კლიჩკოსთან. მას ასევე სურს შეხვედრა ტაისონ ფიურისა და დევიდ პრაისის შორის ბრძოლაში გამარჯვებულთან.

ჩარმა პროფესიულ რინგზე 23 ბრძოლა ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა – 2012 წლის სექტემბერში მოსკოვის რინგზე დათმო შეხვედრა უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსთან.

ჰოლიფილდის ანგარიშზეა 57 ბრძოლა, საიდანაც მან 44 მოიგო (29 – ნოკაუტით), 10 ბრძოლაში დამარცხდა და ორში ფრე დაფიქსირდა. ევანდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ძალიან უნდა საჩემპიონო ბრძოლის ჩატარება ვიტალი ან ვლადიმერ კლიჩკოსთან, მაგრამ უკრაინელი ძმები უარს ამბობენ ამერიკელის წინააღმდეგ რინგზე გასვლაზე და ამას ევანდერის მიმართ პატივისცემით ხსნიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
საუკეთესო, ამერიკელთა ვერსიით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული