ვლადიმერ კლიჩკოს თხოვნა დააკმაყოფილეს

AutoSharing Option
მსოფლიოს საკრივო ასოციაციამ (WBA) უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოს სპეციალური უფლება მიანიჭა სუპერმძიმე წონაში ტიტულის დასაცავად.

შეგახსენებთ, რომ კლიჩკოს საჩემპიონო ქამრის აუცილებელი დაცვა უწევს WBA-ს “რეგულარულ” ჩემპიონთან, რუს ალექსანდრ პოვეტკინთან.

WBA-ს მითითებით, ეს შეხვედრა თებერვლამდე უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინელმა თარიღის გადაწევა ითხოვა და მსოფლიოს საკრივო ასოციაცია ამ თხოვნას დათანხმდა, ოღონდ გარკვეული პირობები წაუყენა უკრაინელ ჩემპიონს. კერძოდ, რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა 28 თებერვლამდე უნდა მოილაპარაკონ, თავად ბრძოლა კი არა უგვიანეს 31 ივლისისა უნდა გაიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 18 მარტს ჩატარდება ბრძოლის ორგანიზებაზე სპეციალური აუქციონი.

ამ ბრძოლაში ჰონორარი შემდეგნაირად განაწილდება: 75 პროცენტი – კლიჩკო, 25 პროცენტი – პოვეტკინი. მაგრამ თუ უმცროსი კლიჩკო დამარცხდება, ჰონორარის შეფარდება 50/50-ზე იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკომ და მისმა რუსმა მეტოქემ ვერ მოილაპარაკეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული