შეგახსენებთ, რომ კლიჩკოს საჩემპიონო ქამრის აუცილებელი დაცვა უწევს WBA-ს “რეგულარულ” ჩემპიონთან, რუს ალექსანდრ პოვეტკინთან.
WBA-ს მითითებით, ეს შეხვედრა თებერვლამდე უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინელმა თარიღის გადაწევა ითხოვა და მსოფლიოს საკრივო ასოციაცია ამ თხოვნას დათანხმდა, ოღონდ გარკვეული პირობები წაუყენა უკრაინელ ჩემპიონს. კერძოდ, რუსულმა და უკრაინულმა მხარეებმა 28 თებერვლამდე უნდა მოილაპარაკონ, თავად ბრძოლა კი არა უგვიანეს 31 ივლისისა უნდა გაიმართოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 18 მარტს ჩატარდება ბრძოლის ორგანიზებაზე სპეციალური აუქციონი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკომ და მისმა რუსმა მეტოქემ ვერ მოილაპარაკეს