ვლადიმერ კლიჩკო ხუთ მეტოქეს შორის ირჩევს

AutoSharing Option
ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ხუან მანუელ მარკესი ადასტურებს, რომ 2013 წელს დაბრუნდება რინგზე, ოღონდ მას აღარ სურს მეხუთედ მენი პაკიაოსთან შეხვედრა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის დეკემბერში მარკესმა ნოკაუტით მოუგო პაკიაოს. ეს ბრძოლა მეოთხე იყო მათ შორის პროფესიულ რინგზე. ორი მოგება აქვს ფილიპინელს, ერთი მექსიკელს და ერთი ბრძოლა ფრედ დასრულდა.

"ჯერ კიდევ მეოთხე ბრძოლამდე ვთქვი, რომ ეს იქნებოდა ბოლო შეხვედრა ჩემსა და მენის შორის - ნებისმიერი შედეგის მიუხედავად. ყოველ შემთხვევაში, მე ახლა ველაპარაკე საკუთარ მეგობრებს და ყველა დამეთანხმა იმაში, რომ
მეხუთე ბრძოლა საჭირო არ არის"
, - ამბობს მარკესი.

პაკიაოს პრომოუტერი ბობ არუმი ადრე აცხადებდა, რომ აპირებს მეხუთე ბრძოლის ორგანიზებას ამ ორ მოკრივეს შორის.

* * *
ძმები კლიჩკოების მენეჯერმა ბერნდ ბენტემ განაცხადა, რომ ჯერ ცნობილი არ არის, ვის შეხვდება ვლადიმერ კლიჩკო ამა წლის აპრილში.

"ჩვენ ხუთ პოტენციურ მეტოქესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს", - ამბობს ბენტი Boxingscene.com-თან კომენტარში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ვლადიმერის მომდევნო მეტოქე იქნებოდა 28 წლის ამერიკელი ბარიანტს ჯენინგსი.

შეგახსენებთ, რომ WBA-მ ნება დართო ვლადიმერს ამ ვერსიით ჩემპიონის ტიტულის ნებაყოფლობით დაცვაზე (სავარაუდოდ, 6 აპრილს), შემდეგ კი უკრაინელი აუცილებლად უნდა შეხვდეს WBA-ს "რეგულარულ" ჩემპიონს, რუს ალექსანდრ პოვეტკინს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვლადიმერ კლიჩკოს თხოვნა დააკმაყოფილეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული