კრივის ჩემპიონატს ძიუდოს აკადემია უმასპინძლებს

AutoSharing Option
11-14 თებერვალს ძიუდოს აკადემია კრივში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

ჩემპიონატში, რომელიც 10 წონით კატეგორიაში (49, 52, 56, 60, 64, 69, 75, 81, 91, +91) გაიმართება, საქართველოს ყველა რეგიონის 90 მოკრივე მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ჩემპიონატი 11 თებერვალს, 15:00 საათზე გაიხსნება, 12 და 13 თებერვალს ტურნირის მერვედფინალური, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ორთაბრძოლები შედგება, ფინალები კი 14 თებერვალს ჩატარდება.

საქართველოს ჩემპიონატით მოკრივეები ახალ სეზონს გახსნიან. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრები თებერვლის ბოლოს ბორჯომსა და ბაქოში გაივლიან შეკრებებს. ბაქოში გუნდი საერთაშორისო ტურნირზეც მიიღებს მონაწილეობას.

ქართველ
მოკრივეებს მაისის მიწურულს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ელით, მსოფლიო ჩემპიონატი კი ოქტომბერში ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ჩატარდება.

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული